პოლიტიკა

კიშინიოვის აეროპორტში აღმოჩენილია სათამაშოში ჩამონტაჟებული ბომბი, რომელიც უკრაინიდან თბილისის აეროპორტში ამანათის სახით უნდა ჩასულიყო – მოლდოვური მედია

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის აეროპორტში აღმოაჩინეს ამანათი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც უკრაინიდან საქართველოში იგზავნებოდა. ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა სათამაშო ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული. მან თავიდანვე მიიპყრო მესაზღვრეების ყურადღება. მესაზღვრეებმა ის რენტგენის სკანერის მეშვეობით შეამოწმეს, რა დროსაც ასაფეთქებელი მოწყობილობაც აღმოაჩინეს.

საეჭვო ამანათი უკვე თვითმფრინავში იტვირთებოდა, რომელიც თბილისში უნდა გამოფრენილიყო. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამომგზავნი და ვის უნდა მიეღო ის თბილისში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,922,822 ნახვა