Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: უცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მორალისტობის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია ის კითხვები, რომლებზე ფიქრიც ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელს უწევს

უცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მორალისტობის ფონზე, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია ის კითხვები, რომლებზე ფიქრიც ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელს უწევს, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქიის“ გვერდზე, რითაც ზელენსკის ინტერვიუს ეხმაურება.

„არ ვიცი, ინტერვიუში ნახსენები სატვირთო თვითმფრინავები იგივე თვითმფრინავებია თუ არა, ომის დაწყების პირველ დღეებში საქართველოს მოქალაქეების ომში გაშვების მოთხოვნით ზელენსკი რომ გვიგზავნიდა, მისი ერთგული „ენჯეოები“ და ოპოზიცია კი ჩვენს უარს მაშინაც პარლამენტის წინ ხმაურით აპროტესტებდა, მაგრამ, ფაქტია, რაშიც ნამდვილად უნდა გამოეყენებინა ეს თვითმფრინავები, ამის საშუალება მას არც მისცეს და საყვედურიც არ ათქმევინეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,922,807 ნახვა