Uncategorized

ტრამპის ვაჟის აზრით, ლოს-ანჯელესში ხანძარს ვერ აქრობენ, რადგან აშშ-მა სახანძრო აღჭურვილობა უკრაინას გადასცა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟმა, დონალდ ტრამპმა უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მასშტაბურ ხანძარს ლოს-ანჯელესში იმიტომ ვერ აქრობენ, რომ თავის დროზე ამერიკის მთავრობამ უკრაინას სახანძრო აღჭურვილობა გადასცა.

„რა თქმა უნდა, ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურმა თავისი მარაგების უმეტესობა უკრაინას გადასცა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა უმცროსმა.

მან საკუთარ პოსტს მიამაგრა 2022 წლის მარტით დათარიღებული ამერიკული გამოცემების სტატიები, სადაც წერია, რომ აშშ-მა უკრაინას სახანძრო აღჭურვილობა გადასცა.

ტყის მასშტაბური ხანძარი ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაჩნდა. ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 70 000-ზე მეტმა ადამიანმა სავალდებულო ევაკუაციის შესახებ შეტყობინება მიიღო. გარდა ამისა, გაჩენილი ხანძრის გამო, 400 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,922,802 ნახვა