Uncategorized

მაიკ უოლცი: გრენლანდია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი აცხადებს, რომ გრენლანდია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„თქვენ გყავთ რუსეთ, რომელსაც სურს არქტიკის მეფე გახდეს. მას 60-ზე მეტი ყინულმჭრელი ჰყავს, რამდენიმე მათგანი ატომურია. ჩვენ გვყავს ორი, რომელთაგან ერთი დაიწვა“, – ციტირებს Reuters-ი უოლცს.

„საუბარია კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე, ბუნებრივ რესურსებზე. საუბარია იმაზე, რომ პოლარული ყინულის დნობასთან ერთად ჩინელები ყინულმჭრელებს აშენებენ და ნელ-ნელა მიიწევენ წინ. იქ არის ნავთობი და გაზი. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებაა“, – დასძინა უოლცმა.

ცნობისთვის, ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ განიხილავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,922,811 ნახვა