Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ე.წ. „ფაქტჩეკერები“ იმის ნაცვლად, რომ რეალობა წარმოეჩინათ, გადაემოწმებინათ და სწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის, პირიქით თურმე ცენზორები იყვნენ

ე.წ. „ფაქტჩეკერები“ იმის ნაცვლად, რომ რეალობა წარმოეჩინათ, გადაემოწმებინათ და სწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის, პირიქით თურმე ცენზორები იყვნენ და მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციას ავრცელებდნენ, რაც კონკრეტული პირთა ჯგუფის ინტერესებში იყო. ამაზე ვიმაღლებდით ჩვენ ყოველთვის ხმას, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ.

„ამ სოციალურ ქსელებში კონკრეტული ნარატივების შესაქმნელად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად და ამავე დროს სიმართლის დასაბლოკად იყენებდნენ ხოლმე მათ შორის უცხოეთიდან ჩარიცხულ თანხებს. საინტერესოა ახლა, როდესაც მაგალითად „მითების დეტექტორზე“ იქნება თუ „ფაქტჩეკერზე“ იქნება საუბარი, მათი დონორები რას განაცხადებენ და იტყვიან თუ არა, რომ მათ მიწერ გადახდილი ფული მიდიოდა პირდაპირ იმისთვის, რომ ტყუილი გავრცელებულიყო და სიმართლე დაბლოკილიყო სოციალურ ქსელებში“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კომპანია Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს და თავის პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,922,786 ნახვა