Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: პია კაუმას პოზიცია სუვერენიტეტისადმი ეწინააღმდეგება ზოგი ევროპელი პოლიტიკოსის ხედვას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეუთოს საპარლამეტნო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას პოზიცია ქვეყნების სუვერენიტეტისადმი ეწინააღმდეგება ზოგი ევროპელი პოლიტიკოსის ხედვას.

„ახლა ნათელია, თუ რატომ გახდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თავდასხმების მსხვერპლი იმის გამო, რომ ის საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა: მისი პოზიცია სუვერენიტეტისადმი ეწინააღმდეგება ზოგი ევროპელი პოლიტიკოსის (და რაც ყველაზე ირონიულია, პოსტსაბჭოური, ევროკავშირის წევრი ქვეყნების) ხედვას“, – დაწერა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, კაუმა პატივს სცემს ადამიანების სუვერენიტეტს, რომლებიც საკუთარ მთავრობას ირჩევენ. „ზუსტად ამას ეყრდნობა წესებზე დამყარებული თანამედროვე მსოფლიო წესრიგი, რაც, როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის აზრს მიღმაა“, – დასძინა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, კაუმამ გუშინ “რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,922,517 ნახვა