Uncategorized

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს, ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს

საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ქართველი ხალხი, ვერავითარი სანქციების ფასად ვერ დასთანხმდება გამანადგურებელ ომს და ქვეყნის უკრაინიზაციას.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ გლობალური ომის პარტია, მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრით მანიპულირებას ახერხებს და კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, როგორც ეს არაერთ სხვა ქვეყანაში გაუკეთებია.

„საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.
გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,922,787 ნახვა