Uncategorized

ილონ მასკი: ევროკავშირი ცდილობდა პრეზიდენტ ტრამპთან ონლაინ საუბარი შემეჩერებინა. ახლა მათ სურთ, ხელი შეუშალონ ხალხს ალისა ვაიდელთან საუბრის მოსმენაში

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირი დაადანაშაულა იმაში, რომ ის მას ჯერ ტრამპთან ონლაინ საუბრის გამართვაში უშლიდა ხელს, ხოლო ახლა აპირებს ხელი შეუშალოს ინტერვიუს პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერთან, ალისა ვაინდელთან.

„ჯერ, ევროკავშირი ცდილობდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ონლაინ საუბარი შემეჩერებინა, ხოლო ახლა მათ სურთ, ხელი შეუშალონ ხალხს ალისა ვაიდელთან საუბრის მოსმენაში, რომელიც შესაძლოა, გერმანიის შემდეგი კანცლერი იყოს. ამ ხალხს მართლა სძულს დემოკრატია!!“, – დაწერა მასკმა.

ცნობისთვის, მასკმა ტრამპს ინტერვიუ 2024 წლის აგვისტოში ჩამოართვა. ის პირდაპირ ეთერში პლატფორმა X-ზე გადაიცემოდა. 9 იანვარს მასკი პირდაპირ ეთერში ვაინდელთან გეგმავს საუბარს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,922,514 ნახვა