ყოველ წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შობის დღესასწაულის ღამეს, ყველა მართლმადიდებლის ოჯახში ფანჯარასთან სანთელი ინთება. გამონაკლისი არც გუშინდელი ღამე იყო.
ეს ტრადიცია ილია მეორის ინიციატივით, საქართველოში ოც წელზე მეტია მოქმედებს.
ასევე ტრადიციულად, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება ალილოს მსვლელობა და რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის ავლით წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.
16:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება შობის პარაკლისი.
Facebook Comments Box