„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებას, რომლის თქმითაც, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა.
ქადაგიძე ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მოიხსენიებს, როგორც „იდიტოკრატია“ ევროპულად და მას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ადარებს.
„”იდიოტოკრატია” ევროპულად…
ევროპაში –
• გერმანიის და ნიდერლანდების მთავრობა ჩამოშლილია !
• საფრანგეთში სამთავრობო კრიზისია!
• ესპანეთი ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს!
• ბელგია მთავრობის გარეშეა დარჩენილი!
• ავსტრიაში კანცლერი გადადგა!
• ბულგარეთში ახალი არჩევნების ჩანიშვნას ელოდებიან!
საქართველოში–
• მთავრობა დამტკიცებულია!
• ბიუჯეტი მიღებულია!
• პრეზიდენტი არჩეულია!
ახლა, ერთი რიტორიკული კითხვა – ატყობთ, რა მასშტაბის იდიოტები მართავდნენ პროცესებს ევროპაში, რომ კისრამდე ნეხვში ჩაწოლილებიც ვერ ათვითცნობიერებენ რეალობას?!“- წერს ქადაგიძე.