Uncategorized

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: მადლობა უფალს გამორჩეული და მადლმოსილი პატრიარქისთვის, გულითადად ვუსურვებთ მას უფლის შეწევნას, ჯანის სიმრთელესა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს დაბადებიდან 92-ე წელს. გულითადად ვუსურვებთ ჩვენს უწმინდესს უფლის შეწევნას, ჯანის სიმრთელესა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს.

მადლობა უფალს ესოდენ გამორჩეული და მადლმოსილი პატრიარქისთვის; ვმადლობთ უწმინდესს მისი მრავალმხრივი და მდიდარი ღვაწლისთვის, სიყვარულისა და მზრუნველობისათვის, ქართველი ერის ჭეშმარიტად სულიერი მწყემსმთავრობისთვის.

მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, ჩვენო პატრიარქო!“, – აღნიშნულია მილოცვაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,922,459 ნახვა