მრავალათასიანი მარში იმპიჩმენტ გამოცხადებული პრეზიდენტის წინააღმდეგ ტარდებოდა, რომლის დაპატიმრება დაკავების ორდერის გაცემის მიუხედავად გუშინ ვერ მოხერხდა, – იუწყება Reuters-ი.
პოლიციამ პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე 45 სპეცდანიშნულების რაზმი და 2 700 სამართალდამცველი განალაგა.
ადგილზე იუნის ათასი მხარდამჭერი შეიკრიბა, რომლებიც მის დაპატიმრებას ხელს უშლიდნენ.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ მოქმედი პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა.
14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტი გამოუცხადა. მას ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი.
Facebook Comments Box