ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ინაუგურაცია მიულოცა.
სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ამჟამად ჩინეთ-საქართველოს არსებული სტრატეგიული პარტნიორობა პოზიტიური განვითარების დინამიკას ინარჩუნებს.
მისივე თქმით, მხარეები განაგრძობენ პოლიტიკური ურთიერთნდობის განმტკიცებას და „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა ნაყოფიერია, საერთაშორისო კოორდინაცია კი ეფექტურია.
„მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ, ბატონ პრეზიდენტთან ერთად ვიმუშაო ორი ქვეყნის ტრადიციული მეგობრობის გასაგრძელებლად, ორმხრივი სარგებლის მომტანი თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უფრო მეტად განსავითარებლად, რაც უკეთ ემსახურება ორივე ქვეყნის ხალხის კეთილდღეობას“, – განაცხადა სი ძინპინმა.