პოლიტიკა

გიორგი გახარია -მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ მოსალოდნელი იყო. საბოლოო ჯამში ეს არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. აქ არაფერი სასიხარულო და საჟრიამულო არ არის

სამწუხაროა და ტრაგიკულია, როდესაც ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ – ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა და შრომა გასაგრძელებელია, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების გამო შეიძლება ხელისუფლება უფრო მკაცრ და ბრუტალურ ქმედებებზე გადავიდეს.

„მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ მოსალოდნელი იყო. საბოლოო ჯამში ეს არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. აქ არაფერი სასიხარულო და საჟრიამულო არ არის. ჯერ ერთმნიშვნელოვნად გაუგებარია, ამით როგორ შეიცვლება რეჟიმის ქმედებები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ახლა პროცესებს. სამწუხაროა და ტრაგიკულია, როდესაც ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ. შესაბამისად მთელი ეს პოლიტიკური ბოლი, რომელსაც აყენებდნენ არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ, რომ ისინი ღირსებით მიდიოდნენ ევროკავშირში და 20 იანვრიდან დაალაგებდნენ ურთიერთობებს ყველასთან და ყველაფერთან, ეს ყველაფერი უკვე გაშიშვლდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს ჯერჯერობით. სამუშაო იქნება კიდევ ბევრი, ეჭვი მაქვს, რომ კიდევ უფრო მძიმე იმიტომ, რომ არ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ივანიშვილისთვის. უფრო მეტსაც გეტყვით, გარკვეულ წილად ამისთვის მზადაც გახლდათ.

ეს არის ორპარტიული გადაწყვეტილება და მისი უკან გაწვევის ალბათობა ძალიან დაბალია. მთავარია ეს გადაწყვეტილება როგორ შეცვლის „ქართული ოცნების“ მოქმედების მოდელს. ამას, რა თქმა უნდა, ექნება გავლენა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს გავლენა შეიძლება იყოს რეჟიმის კიდევ უფრო დამძიმება, ეს რეჟიმი შეიძლება კიდევ უფრო ბრუტალური გახდეს და უფრო მკაცრ ქმედებებზე გადავიდეს ან პირიქით გარკვეულ დათმობებზე წავიდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,919,846 ნახვა