Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის უკვე ცნობილია, რომ უკრაინამ, შესაძლოა, გაზაფხულამდე კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიები დაკარგოს. გამოცემის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე დაკარგა ამ ტერიტორიების ნახევარი, ხოლო თუ მთელ ტერიტორიას დაკარგავს, ხელიდან გამოეცლება რუსეთთან მოლაპარაკების მთავარი ბერკეტი.
ამასთან, გამოცემის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს კურსკის ოლქში იმაზე მეტ ხანს გამაგრება, ვიდრე მანამდე ვარაუდობდნენ. ამას ხელი შეუწყო აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაცემულმა ნებართვამ, რუსეთის სიღმეში დარტყმების განხორციელებაზე.
Bloomberg წერს, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, რუსეთს კიდევ 8 ათასი მებრძოლი დაახმაროს, გარდა იმ 12 000-სა, რომლებიც სავარაუდოდ, რუსეთის მხარეს იბრძვის.
Facebook Comments Box