“ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი აშშ-ს მიერ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას ეხმიანება. ამასთან, მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას.
მისივე თქმით, ეს ფაქტი მთლიანად აბათილებს აშშ-ის საელჩოს 1 ოქტომბრის განცხადებას თითქოს კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. მეგრელიშვილი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილისადმი ბაიდენის შურისძიებას დოპლომატიური ხელწერით შეცვლის და ურთიერთობებს მისაღებ ფორმატში დააბრუნებს.
“აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. OFAC-ის თანახმად, ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას -( 2024 წლის 31 ოქტომბერს ბიძინა ვანიშვილმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა მოიგო და ბანკს მის სასარგებლოდ $461 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.) ივანიშვილს აღნიშნული თანხის მიღება შეეძლება მხოლოდ მაშინ თუკი OFAC-ი შესაბამის თანხმობას გასცემს. ეს ფაქტი მთლიანად აბათილებს აშშ-ის საელჩოს 1 ოქტომბრის განცხადებას თითქოს კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. დიახ, ეს დავაც ბაიდენის ადმინისტრაციის დაკვეთაა და მათ ხელშია. ბაიდენის ადმინისტრაცია არის ძალა რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მიუღებლობას სიტყვით უარყოფს, მაგრამ საქმით ამტკიცებს. დარწმუნებული ვარ ტრამპი ბიძინა ივანიშვილისადმი ბაიდენის შურისძიებას დოპლომატიური ხელწერით შეცვლის და ურთიერთობებს მისაღებ ფორმატში დააბრუნებს. ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოყენებული სანქციები რომელსაც სამართლებრივი დასაბუთება არ აქვს კი ძალიან მალე გადაიხედება”- წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.