პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი – “ფორმულას” კონტრაქტორია და ფულის სანაცვლოდ კადრულობს სისულელეებს

აგერ, სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი, ხან პლატფორმა X-ზე პოსტებს რომ წერს და ხან კიდევ, ტრამპის ინაუგურაციაზე სალომეს რომ ეპატიჟება (პირველად გავიგე, სხვის ინაუგურაციაზე სხვას  სხვა რომ ეპატიჟება), – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ირკვევა, რომ FARA-ს მასალების მიხედვით, კონგრესმენი ჯო ვილსონი ტელეკომპანია „ფორმულასგან“ ფულს იღებს.

გამსახურდიას თქმით, უილსონის სიტყვას ჩალის ფასი აქვს და თუ ვინმე უჩენს მტრებს აშშ-ს, სწორედ უილსონის მსგავსი ადამიანები არიან, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ყველაფერზე მოაწერენ ხელს.

“აგერ, სრული დოკუმენტაცია FARA-ს მასალების მიხედვით, თუ ვინ გახლავთ ჯო უილსონი, ხან პლატფორმა X-ზე პოსტებს რომ წერს და ხან კიდევ, ტრამპის ინაუგურაციაზე სალომეს რომ ეპატიჟება (პირველად გავიგე, სხვის ინაუგურაციაზე სხვას  სხვა რომ ეპატიჟება). ჩვეულებრივი ფორმულას კონტრაქტორია და ფულის სანაცვლოდ კადრულობს ამ სისულელეებს. ამის სიტყვას ჩათვალეთ ჩალის ფასი აქვს, ამათ დასახვეტად შედის ის კარგი კაცი მალე თეთრ სახლში და სწორედ ილონ მასკს დაავალა ამისთანა ფულზე დახამებულების თავიანთ ადგილებზე დასმა.

P.S. თუ ვინმე უჩენს ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრებს, სწორედ ამისთანა ტიპები, ჩაბუდებულები უსასრულოდ და ფულის სანაცვლოდ ყველაფერზე ხელის მომწერები.მიხედავს ბატონი დონალდი ამათ, თან მალე.” – წერს გიორგი გამსახურდია.

ცნობისთვის, გამოცემა geo first.com აქვეყნებს დოკუმენტს შპს Formula-ს საქმიანობისა და მათი ურთიერთობების შესახებ აშშ-ის კონგრესის წევრებთან.

პროცესში ჩართული კონგრესის წევრები:

  1. წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსონი (R-SC):
  • House Georgia ჯგუფის წევრი;
  • მოითხოვა შეხვედრები სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისა და მედიის დამოუკიდებლობის განსახილველად.
  1. წარმომადგენელთა პალატის წევრი გერი კონოლი (D-VA):
  • House Georgia ჯგუფის თანათავმჯდომარე;
  • ჩართული იყო დისკუსიებში საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და აშშ-ის მხარდაჭერის აღსანიშნად.
  1. წარმომადგენელი მაიკ ტერნერი (R-OH):
  • House Georgia-ს წევრი;
  • ორიენტირებული რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
  1. სენატორი ჯინ შაჰინი (D-NH):
  • საგარეო პოლიტიკის მრჩეველი, მას ემი ინგლიში წარმოადგენდა შპს „ფორმულასთან“ თანამშრომლობისას.
  1. სენატორი ჩაკ შუმერი (D-NY):
  • მას შეხვედრებში მაიკლ კუიკენი წარმოადგენს, როგორც სენატის უმრავლესობის ლიდერს.
  1. წარმომადგენელთა პალატის წევრი ოსტინ სკოტი (R-GA):
  • House Georgia-ს თანათავმჯდომარე, მონაწილეობდა შპს „ფორმულასთან“ დისკუსიებში.
  1. სხვა აღსანიშნავი სახელები:
  • სენატორი მიჩ მაკკონელი (R-KY), რომლის წარმომადგენელი პროცესებში რობერტ კარემი იყო;
  • წარმომადგენელთა პალატის წევრი ჰაკიმ ჯეფრისი (D-NY): მისი სახელით პროცესში პოლიტიკური მრჩეველი უაინდი პარკერი მონაწილეობდა;
  • რესპუბლიკელი ლოის ფრენკელი (D-FL): მის თანამშრომლებს დაუკავშირდნენ დისკუსიებისთვის.

კამპანიის შემოწირულებები 

სხვა შენატანები დაფიქსირდა, როგორც ლობირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების ნაწილი, მაგრამ ისინი პირდაპირ არ იყო დაკავშირებული შპს „ფორმულასთან“.

ჯო უილსონი კონგრესისთვის: $1,000 ტოდ ვესტერმა Cornerstone Government Affairs-ის საშუალებით გადარიცხა PAC-ში;

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,919,675 ნახვა