Uncategorized

პლატფორმა „თავისუფალი ბიზნესის“ დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი: ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა

ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა, – განაცხადა პლატფორმა „თავისუფალი ბიზნესის“ დამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა „პრაიმტაიმთან“.

დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, იმ ბიზნესის ნაწილს, ვინც ხელს აწერს პლატფორმა „თავისუფალი ბიზნესის“ პეტიციას, პროდუქტი რუსეთში გააქვს და საკმაოდ დიდი ბრუნვებიც აქვს.

კითხვაზე – ქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ პეტიციაზე ხელისმომწერ ბიზნესმენებს სწორედ რუსეთში გააქვთ პროდუქცია, გიორგი ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„2400 კომპანიაა რეგისტრირებული, ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა. ეს ხალხი ითხოვს დეესკალაციას, რუსეთის წინააღმდეგ იქ არაფერი წერია, იქ წერია, რომ ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი და ეს ხალხი დეესკალაციას ითხოვს.

არ ვიცი, ვინ დათვალა საიდან უფრო მეტ შემოსავალს იღებენ? 2400 კომპანიაა, მე რაც ვნახე, 4 წლის ჯამური ბრუნვაა, რაც რუსეთიდან აქვთ. ზოგიერთ კომპანიას ეწერა 100 000 და ეს თანხა ბიზნესისთვის კაპიკებია“, – განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა/

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ შეიქმნა პლატფორმა, სადაც მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიციის დააფიქსირა ქართული ბიზნესის ნაწილმა.

„არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, – წერია პეტიციაში.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა იმ კომპანიების სია გაასაჯაროვა, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით მსხვილ შემოსავლებს იღებენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,919,198 ნახვა