ბიზნესი

ირაკლი კობახიძე – არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომელთაც კავშირები აქვთ შესაბამის ძალებთან, ისინი გამორჩენას ელოდებიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებიდან, თუმცა ეს არ მოხდება

არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ კავშირები შესაბამის ძალებთან და ისინი საკუთარ გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებიდან, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, გაუგებარია, როცა ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა.

„ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თვითონ არიან ამ პრაგმატული პოლიტიკით მოსარგებლეები. აქ ჩანს, რომ მათ აქვთ უბრალოდ პოლიტიკური მიკერძოება და ეს პოლიტიკური მიკერძოება არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აკეთებენ არაადეკვატურ განცხადებებს. თან რუსეთში ვაჭრობენ და თან არ გმობენ მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლითაც არის მოთხოვნილი რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ერთადერთ რამეზე შეიძლება, მიანიშნებდეს ასეთი ორმაგი სტანდარტი, მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, მათაც, ისევე, როგორც დანარჩენ 750 000 ამომრჩეველს, სურდათ, ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რასაც ვერ მიაღწიეს და ახლა ამ იმედგაცრუების გამო ორმაგი სტანდარტებით საუბრობენ. როცა ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც პირველ რიგში, ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი, თუმცა ამას შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი ახსნა, არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ კავშირები შესაბამის ძალებთან და ისინი საკუთარ გამორჩენას ელოდებიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებიდან, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ბიზნესის თავისუფლება ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად უზრუნველყოფილი“, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,919,196 ნახვა