პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე: პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ სამართლებრივად საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. სალომე ზურაბიშვილის ახირებები პოლიტიკურ ძალას დაკარგავს და ევროკავშირი და სხვები აღარ იმკითხავებენ თუ ვინ ჩათვალონ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ სამართლებრივად საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, შესაბამისად სალომე ზურაბიშვილის ახირებები, რომელსაც დღეს მისი იმუნიტეტი ამყარებს, პოლიტიკურ ძალას დაკარგავს და ევროკავშირი და სხვები აღარ იმკითხავებენ თუ ვინ ჩათვალონ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ბილდტის უხერხული მოსაზრებაც, რომ აზრს დაკარგავს.

„შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება და მისი მოსაზრება, რომ ამ პროცესში ოპოზიციონერთა პოლიტიკური მღელვარება პიკს მიაღწევს სავსებით ლოგიკურია. რა თქმა უნდა ველოდებით კოლექტიური დასავლეთის დაკვეთით მოქმედი აგენტურის პოლიტიკურ ისტერიას და ამ ფონზე ყველა ზომა იქნება მიღებული ინაუგურაციის პროცესის მშვიდობიანად ჩასატარებლად. პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ სამართლებრივად საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. შესაბამისად სალომე ზურაბიშვილის ახირებები რომელსაც დღეს მისი იმუნიტეტი ამყარებს პოლიტიკურ ძალას დაკარგავს და ევროკავშირი და სხვები აღარ იმკითხავებენ თუ ვინ ჩათვალონ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ბილდტის უხერხული მოსაზრება, რომ “ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად” აზრს დაკარგავს. ყველა ვალდებული გახდება პატივი სცეს ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს და მათგან ლეგიტიმაცია მიცემული ხელისუფლების მიერ არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,910 ნახვა