პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე-ამ კომპანიებისთვის ამ დღეებში გულში რომ მჯიღს ირტყამენ და ყვირიან არ გვინდა რუსეთიო, რუსეთიდან მიღებული მილიონები ხომ ტკბილია!? -ბევრი მათგანი თავჩაღუნული იტყვის შევცდითო და ვითომც არაფერი გააგრძელებს რუსეთში მილიონების კეთებას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იმ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ წერს, რომლითაც ცნობილი გახდა იმ კომპანიების სია, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკის მიუხედავად, რუსეთის ბაზარზე მილიონობით ლარის შემოსავალს იღებენ.

ანალიტიკოსის თქმით, სად არის გარანტია, რომ რუსეთთან ვაჭრობის ხელსაყრელი პირობების შექმნის სანაცვლოდ, ამ კომპანიების რომელიმე მფლობელი უკვე რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ან ნომრიანი აგენტი არ გახდა აქ? მისივე შეფასებით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბევრი მათგანი აღიარებს შეცდომას და ვითომც არაფერი რუსეთში მილიონების კეთებას გააგრძელებს.

“ამ კომპანიებისთვის და მათი მფლობელებისთვის ამ დღეებში გულში რომ მჯიღს ირტყამენ და პირზე დუჟმორეული ყვირიან არ გვინდა რუსეთიო, რუსეთიდან მიღებული მილიონები ხომ ტკბილია!? ისე ჩვენში დარჩეს, და სად არის გარანტია, რომ რუსეთთან ვაჭრობის ხელსაყრელი პირობების შექმნის სანაცვლოდ, ამ კომპანიების რომელიმე მფლობელი უკვე რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ან ნომრიანი აგენტი არ გახდა აქ? გამოხდება ხანი, და ბევრი მათგანი თავჩაღუნული იტყვის შევცდითო და ვითომც არაფერი გააგრძელებს რუსეთში მილიონების კეთებას”- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,965 ნახვა