ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მაკრიტიკებელი ზოგიერთი ქართული კომპანიების ყივილი იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველომ რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა გაოცებას იწვევს, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე იმ ქართული კომპანიების შესახებ, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად, რუსეთის ბაზარზე ექსპორტ-იმპორტს ეწევიან.
ექსპერტის თქმით, საკითხავია, რუსეთის ბაზარზე მილიონობით მოგების მქონე კომპანიები რატომ ეწევიან საქართველოსათვის საზიანო პროპაგანდისტულ საქმიანობას იმ დროს, რიცა ქვეყანა გამოუცხადებელ საომარ მდგომარეობაში იმყოფება.
“ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მაკრიტიკებელი ზოგიერთი ქართული კომპანიების ყივილი იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველომ რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა გაოცებას იწვევს და ცნობილ ქართულ ანდაზას გვაგონებს, რომლის მიხედვითაც: “ქათამმა თქვა მართალია მე ოჯახის გასაგონად ხშირად ვკაკანებ, მაგრამ კვერცხებს სხვის ბუდეში ვდებო”. დახედეთ ქვემოთ ჩამოთვლილ კომპანიათა სიას და თავად დარწმუნდებით, რომ ეს კომპანიები უამრავი რაოდენობით აღებ-მიცემობას ეწევიან რუსეთის ბაზრებზე, საიდანაც მილიონობით შემოსავალს და მოგებას იღებენ. ღმერთმა შეგარგოთ და მშვიდობაში მოახმაროთ, მაგრამ თუ რატომ ეწევიან იმავდროულად საქართველოსათვის საზიანო პროპაგანდისტულ საქმიანობას ფაქტობრივად ქვეყნისათვის გამოუცხადებელი საომარ მდგომარეობაში ყოფნის დროს, ესაა საკითხავი? თუმცა დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ არც ისე მარტივადაა საქმე. საფიქრებელია ისინი ვალდებულნი არიან იმ უსაშინლესი ძალის წინაშე, რომელსაც გლობალური ომის პარტია და მათი მესვეურები ჰქვია და საკუთარი ქვეყნის მიმართ ამ მავნებლური ქმედებებით უხდიან გარედან დაწესებულ ხარკს. თუმც უპრიანი იქნება გავიხსენოთ რას ამბობდა ამ კატეგორიის ადამიანთა შესახებ დიდი რუსთაველი- “თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი”…” – წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.