აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
„უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მოუწოდებს მომიტინგეებს ძალადობრივი შეტევისკენ!“ – წერს ცოტნე ანანიძე.
ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, მაგალითად, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე. თუ ძალიან ბევრ ხალხს ვკრებთ, ეს არ არის უბრალოდ ფონი განცხადებებისთვის, ეს არის იმისათვის, რომ ვიმოქმედოთ. მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება“.
Facebook Comments Box