გამოცემა Washington Examiner-ის მიერ გამოქვეყნებული, „ქართული ოცნების“ შეურაცხმყოფელი და კრიტიკული სტატიის ავტორი ტომ როგანია.
კაცი, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს კორუმპირებული ავაზაკების ჯგუფად მოიხსენიებს, პლატფორმა speakerbookingagency-ზე იძებნება და მისი როგორც ავტორის და სპიკერის მომსახურება გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ნებისმიერი დამკვეთისთვის ხელმისაწვდომია.
უფრო მარტივად, შედიხართ მითითებულ ვებ- გვერდზე და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით „ჯავშნით“ ტომ როგანის შესაბამის მომსახურებას. Speakerbookingagency-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ: „ტომ როგანი არის მწერალი შეერთებული შტატებიდან, ის წერს წიგნების მიმოხილვებს The Washington Free Beacon-ისთვის, Opportunity Lives-ისთვის , National Review-სთვის და არის The Steamboat Institute-ის უფროსი თანამშრომელი. დაჯავშნეთ ტომ როგანი ახლავე!
კონფერენციისთვის ან სემინარისთვის ტომ როგანის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს სპიკერთა დაჯავშნის სააგენტოს. ჩვენი გამოცდილი გუნდი იმუშავებს თქვენთან, რათა გაიგოს თქვენი კონკრეტული საჭიროებები და დაგეხმაროთ ტომ როგანის მონაწილეობაში. ჩვენი პროფესიული ხელმძღვანელობითა და დაჯავშნის შეუფერხებელი პროცესით, შეგიძლიათ თქვენი აუდიტორიისთვის დასამახსოვრებელი და ეფექტური გამოცდილება უზრუნველყოთ. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა დატვირთოთ თქვენი აუდიტორია ტომ როგანის დამაჯერებელი შეხედულებებით და გააჩინოთ პოზიტიური ცვლილებები თქვენს ორგანიზაციაში“, – ვკითხულობთ ტომ როგანის დასაჯავშნ პლატფორმაზე. ცნობისათვის, გამოცემა „Washington Examiner-ის“ სტატია გუშინ გამოქვეყნდა. ვის ინტერესში შედიოდა ან ისარგებლა თუ არა გარკვეულმა ჯგუფმა ტომ როგანის მიერ შეთავაზებული მომსახურებით ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია.
prime time