Uncategorized

გურამ მაჭარაშვილი: რატომ უნდა დავუჯეროთ Human Right Watch -ს, როცა ოპოზიციისათვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებული ავტორიტეტული ორგანიზაცია ეუთო/ოდირი

ამ აქციებს მორალური მხარდამჭერი არ ჰყავს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Right Watch -ს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე გააკეთა კომენტარი.

გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ძალიან კარგად ხედავდა ხალხი, აგრესიულად განწყობილი ადამიანები როგორ იქცეოდნენ და უცხო ძალების მიერ გამოქვეყნებული დასკვნების გამო, იმაზე, რაც რეალურად ხდებოდა, თვალების დახუჭვა არ იქნება სწორი.

„თვალები დავიბრმაოთ იმაზე, რაც ხდებოდა, თუ რა უნდა ვქნათ? 4 თუ 5 ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ის, რაც ხდებოდა და სწორედ ის უცხოური ძალა აკეთებს არასწორ შეფასებებს (საუბარია Human Right Watch -ის ანგარიშზე, რომელშიც ნათქვამია, რომ დემონსტრანტებმა აგრესიით პასუხი პოლიციის ძალადობას გასცეს). საერთაშორისოდ აღიარებულია ეუთო/ოდირიც და რატომ არ უჯერებენ? ისაა მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტული ორგანიზაცია არჩევნებთან დაკავშირებით, რომელზეც გვარამია ამბობს – ბიბლია არ არის, რომ მისი დავიჯეროო და გახარია ამბობს, რომ არ აინტერესებს მისი დასკვნა. აბა ჩვენ რატომ გვაინტერესებს უცხოეთში დაწერილი დასკვნა მაშინ, როდესაც აქ ვხედავდით რეალობაში რა ხდებოდა – ოთხი-ხუთი ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა ამას. სად იყო პოლიციის ძალადობა? პოლიცია საერთოდ არ იყო აქციის მონაწილეებთან, როცა ესენი მიდიოდნენ ზემოთ, პარლამენტის მიმართულებით. მშვიდობიან აქციას ვატარებთო და რა უნდოდათ ზემოთ, რატომ უნდა შემოერტყათ პარლამენტისთვის?

ძალიან კარგად ხედავდა ხალხი, აგრესიულად განწყობილი ადამიანები როგორ იქცეოდნენ. ეს ყველაფერი ისტორიას დარჩება და არქივში ინახება. ასე რომ ყოფილიყო და მშვიდობიანი აქცია დაერბია პოლიციას, იქ იქნებოდა არა ვთქვათ 1000 და 2000 ადამიანი, არამედ მოვიდოდა 200 და 300 ათასი ადამიანი. არა მხოლოდ იქ მისული ადამიანების სახით, არამედ მილიონამდე მორალური მხარდამჭერი ეყოლებოდა ამ აქციას. ამ აქციებს მორალური მხარდამჭერი არ ჰყავს და ესაა პრობლემა,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,935 ნახვა