ლონდონში, ღონისძიებაზე “ზამთარი ერთად” გამართული ბაზრობის დახლების მეპატრონეებს, გავრცელებული ინფორმაციით, მოუწოდებენ, არ თქვან სიტყვა “შობა”. ამის შესახებ GB News-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟშია საუბარი.
როგორც ღონისძიებაზე მყოფმა წამყვანმა, ბენ ლეომ აღნიშნა, ის დააკვირდა, რომ ქვეყნის მთავარ რელიგიურ დღესასწაულზე შეინიშნება ისეთი მითითებების ნაკლებობა, როგორიცაა შობა, იესო ან სხვა მსგავსი. ბაზრობაზე მყოფი მოვაჭრებიდან ერთ-ერთმა, კითხვაზე, იყვნენ თუ არა ისინი „საშობაო ბაზრობაზე“, მტკიცედ უპასუხა: „ზამთრის ბაზრობაა“. ხოლო, კითხვაზე, რა განსხვავებაა, მან უპასუხა: „ეს რაღაც კავშირშია რელიგიასთან, ვერ იტყვიან „შობა“.
GB News -ის ცნობით, ერთი შეხედვით უწყინარი სადღესასწაულო ტრადიციებიც კი შეიძლება გახდეს დაძაბულობის წყარო, გავრცელებული ფრაზები და კომპლიმენტები, რომლებიც ოდესღაც მისაღები იყო, ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რათა პოტენციურად სექსისტურად არ იქნას მიჩნეული.
ინგლისის ეკლესიამ ცოტა ხნის წინ დაპირისპირება გამოიწვია იმით, რომ სასულიერო პირებს მოუწოდა შეცვალონ პოპულარული საშობაო სიმღერები, რათა თავიდან აიცილონ სხვა სარწმუნოების შეურაცხყოფა