პოლიტიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირის მიერ არის ჩაწერილი 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში.

„ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში. ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მოცემული რეკომენდაციები, ხოლო ადამიანის უფლებათა დარღვევაში ეჭვმიტანილი ადამიანები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. მე ასევე ხაზს ვუსვამ, რომ მუქარის შემცველი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიუღებელია“, – დაწერა ცაჰკნამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,163 ნახვა