უცხოური მედია

„ ჰოლივუდში რელიგიურობა არ არის მოდაში“,-დენზელ ვაშინგტონი მღვდლად ეკურთხა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შავკანიანი მსახიობი, რომელიც მომავალი წლის ოსკარის სავარაუდო კანდიდატია, 70 წლის ასაკში მღვდლად აკურთხეს. დენზელ ვაშინგტონმა ჰარლემში მდებარე  ეკლესია Kelly Temple Church of God in Christ-ში ცერემონიის დროს ცრემლები ვერ შეიკავა. ნათლობის საიდუმლოს ტრანსლაცია სოციალურ ქსელში მიმდინარეობდა. ამის შემდეგ მას პასტორის ლიცენზია მიენიჭა.

დენზელ ვაშინგტონი შეუერთდება იმ ვარსკვლავების სიას, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ საეკლესიო მსახურების სტატუსი, ესენი არიან: ადელი, ბენედიქტ კამბერბეტჩი, კარდი ბი, ვუპი გოლდბერგი, ტომ ჰენკსი და სხვები. 

„ჰოლივუდში რელიგიურობა არ არის მოდაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი იქ ურწმუნოა“,-განაცხადა დენზელ ვაშინგტონმა ცოტა ხნის წინ, Esquire-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,917,805 ნახვა