ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ბიზნესმენებს მიმართავს, ვინც დღემდე რუსეთთან თანამშრომლობს, საქართველოში კი, უბრალო ხალხს „ტროლავენ“.
„-აუ ლალი არ გინდა რა “ნაბეღლავის” მფლობელების ხსენება , ახლობლები არიან,
-ლალ, კოკა-კოლის მოსკოვში გადაზიდვის წილში ჩვენი კომპანიაც არის და გთხოვ ნუ გვახსენებ,
– ღვინო ხომ იცი ყველას გაგვაქვს რუსეთში, აბა ვის რა ჩემს ფეხებად უნდა სხვაგან, უბრალოდ შვილს გავუწიე ხათრი..
ნუ ამიფეთქეთ ტელეფონი!!!!!
სამშობლოს არ გინდათ გაუწიოთ ხათრი???
თქვენ სახლები იყიდეთ მოსკოვში და პეტერბურგში, თქვენი ცოლები წაულის ქურქებში გაახვიეთ, ცა ქუდათ არ მიგაჩნიათ და დედამიწა ქალამნად!!!!
რას ერჩით ხალხს?
ჩამოვთვალო ვინ გნახეთ “მოსკოვი-თბილისის” რეისის ბიზნეს-კლასში?
ხომ კარგად ხართ “მოსკოვებში” გამომძღარო ბიზნესმენებო? რაც უფრო მეტად დატროლავთ ხალხს, უფრო მეტად გამოგიმზეურებთ თქვენს პირდაპირ ინტერესესს რუსეთთან!
შეეშვით უბრალო ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ მშვიდობა უნდათ, თორემ გავაგრძელებ სათითაოდ მოსკოვური ბიზნესების აფრიალებას!!!!!
ასე იცის წამხედურობამ!
ხომ მიგეწვათ ერთი ადგილი!
ამ ჩამონათვალში რომ მოხვედრილიყავით, ხომ ყარეთ ბლომად რუბლები!!!!
არ დაგინდობთ!
მორჩით ხალხის გამოთაყვანებას!“-წერს მოროშკინა.