ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის თქმით, ეკონომიკა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. ეს განცხადებ BAG-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან გააკეთა.
“ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა საუბარი. საფრთხეები რაც არის ჩვენი ქვეყნის, ასე არ უნდა გაგრძელდეს, რომ ეკონომიკა შევინარჩუნოთ. უკვე ეტყობა სხვადასხვა მიმართულებებს იქნება ტურიზმი, სარესტორნო მიმართულება თუ სხვა… ძალიან [დიდი] ვარდნაა და ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.
ყველას გაინტერესებთ, ან ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რამე ვთქვა და ამას ვერ დამაცდენინებთ, დღეს ვერაფრით, როგორც ჩვენი უწმინდესი ამბობს, ეშმაკი ყოფს, უფალი აერთიანებს.
ერთი მნიშვნელოვანია, რომ ამ მთავრობის დამსახურება რაც არის, ბიზნესის დამოუკიდებლობა დაფიქსირდა კიდევ ერთხელ. დღეს ისხდნენ მთავრობის მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზედაც შეთანხმდნენ, არის ის, რომ ცალკე იქნება საუბარი და პოლემიკა, ვინც დღეს ოპონირებდა, იმათ შეხვდება პრემიერი საჯაროდ და ისაუბრებენ საჯაროდ. ასეთია დაპირება.
მე ვერ დავაფიქსირებ პოზიციას, ან იმ, ან ამ მხარეს, ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, ბაზალეთის ტრაგედია ყველამ იცის, სულ 35 წლის წინ იყო და ჩვენი თხოვნაა, რომ კიდევ იგივე არ გავიმეოროთ “, – განაცხადა პაპაშვილმა.
დღეს, ბიზნესის ასამდე წარმომადგენელი კობახიძეს შექმნილ კრიზისზე სასაუბროდ შეხვდა.