ბიზნესი

ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი – არ ვუერთდები მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ, არ ვუერთდები არანაირ პეტიციას, რადგან ჩემი მოსაზრებები მაქვს

ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ? ნალოლიავები, ნაკუწ-ნაკუწ რომ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი, ჩამოვაქციოთ ლარი? არ ვუერთდები მოთხოვნას, რომ ჩამოვაქციოთ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი იაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

იაშვილის თქმით, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

„30 წელიწადია, ასეთ რეჟიმში ცხოვრობს ეს ქვეყანა, ჩვენც მათ შორის. ახლა მინდა, გავიგო, ჩვენ რა გველოდება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ? ნალოლიავები, ნაკუწ-ნაკუწ რომ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი, ჩამოვაქციოთ ლარი? მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ჩამოვაქციოთ. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველამ თავის ადგილას, სადაც მუშაობს და რასაც აკეთებს, იმ საქმეს მიხედოს, რაც იცის. მე არ ვიცი პოლიტიკა, ბიზნესმენი ვარ და პოლიტიკოსმა უნდა მიხედოს თავის საქმეს, ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი. არ ვუერთდები არანაირ პეტიციას, რადგან ჩემი მოსაზრებები მაქვს“, – განაცხადა ირაკლი იაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,917,137 ნახვა