არჩევნებზე საუბარი არის ზედმეტი, იმიტომ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა დიმიტრი ადამიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გაყალბების ფაქტები არსად არის წარმოდგენილი, შესაბამისად, ქვეყნის განვითარება გაგრძელდება, დასავლელ პარტნიორებთან კი ურთიერთობები მალე გადაიტვირთება.
“არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად, არც ერთ დასკვნაში, შესაბამისად, ქვეყნის განვითარება და შენება გაგრძელდება, ურთიერთობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ძალიან მალე დაწყნარდება, გადატვირთვა მოხდება და განვითარება იქნება შეუქცევადი. ყველანი შევალთ ევროპაში ღირსებით.” – განაცხადა დიმიტრი ადამიამ.