Uncategorized

ნინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნა იყო საბოლოო ეტაპი მთლიანად ამ არჩევნების შემდგომი პროცესის, რამაც ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციას

ეუთო/ოდირის დასკვნა იყო საბოლოო ეტაპი მთლიანად ამ არჩევნების შემდგომი პროცესის, რამაც ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

„ეუთო/ოდირის დასკვნა იყო საბოლოო ეტაპი მთლიანად ამ არჩევნების შემდგომი პროცესის, რამაც ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციას. ოპოზიციას რა თქმა უნდა არ მოეწონა ის შეფასება, რომლითაც სამართლიანად და კონკურენტუნარიანად იყო შეფასებული არჩევნების პროცესი, მათ შორის ის, რომ უბნების 90 %-ზე საარჩევნო პროცესი იყო კარგად იყო შეფასებული, რომ [საარჩევნო] ადმინისტრაციამ მიიღო დადებითი გამოხმაურება იმ პროცესების წარმართვის გამო, რომელსაც ჩვენ ალბათ ყველა ვუყურებდით, თუმცა სხვანაირად სურდა ოპოზიციას წარმოედგინა. [არ მოეწონა] საბოლოოდ, ეუთო/ოდირის შემოთავაზება, რომ ის აგრძელებს ხელისუფლებასთან მუშაობას, ამ ხარვეზების და რიგი რეკომენდაციების შესრულებაზე“, – აღნიშნა წილოსანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,916,648 ნახვა