პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე – არჩევნების დანიშვნის არც სამართლებრივი და არც სხვა საფუძვლები ფიზიკურად არ არსებობს

სალომე ზურაბიშვილი დღესაც შეეცდება რადიკალური განცხადებები გააკეთოს, ჩვენ არ ვიცით, გადაწყვეტს თუ არა, გამოაცხადოს და დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, რაც უკვე სასაცილოც აღარ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძის თქმით, რიგგარეშე არჩევნებს, ისევე როგორც ხელახალ არჩევნებს თავისი მიზეზები უნდა ჰქონდეს.

„არჩევნების დანიშვნის არც სამართლებრივი და არც სხვა საფუძვლები ფიზიკურად არ არსებობს. ამას ასევე ადასტურებს ეუთო-ს დასკვნა. ამიტომ, თუ ვინმეს სურს, მოემზადოს არჩევნებისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნება 2028 წელს. თვითმმართველობის არჩევნები კი 2025 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ამ არჩევნებამდე სულ ფაქტობრივად რამდენიმე თვეა დარჩენილი, ამიტომ მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ბოჟაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,916,648 ნახვა