პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის“ პრობლემა სრულად დაიძლევა

რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, პრაქტიკულად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ „დიფ სთეითის“ პრობლემა სრულად დაიძლევა.

„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით ამ პრობლემაზე. ეს არის არაფორმალური გავლენები და „დიფ სთეითი“ არის ამ არაფორმალური გავლენების, გლობალური ომის პარტიის მთავარი ინსტრუმენტი. რაზეც ვსაუბრობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ, იმაზე აქტიურად დაიწყეს საუბარი დონალდ ტრამპის გუნდის წევრებმა. ეს არის რეალობა. თავიდან ძალიან გაუჭირდა ქართულ საზოგადოებას ამ გზავნილების მიღება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველამ დაინახა, სად იყო სიმართლე. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენი არ მართავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

მას უბრალოდ, ამის რესურსი არ ჰქონდა. რეალურად, დღის შუქზე გამოვიდა ის პრობლემები, რაც ჰქონდა აშშ-ში ოფიციალურ სტრუქტურებს, იგივე პრობლემები აქვს ევროკავშირში ოფიციალურ სტრუქტურებს. ანუ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, პრაქტიკულად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რაც იყო ამ ოთხი წლის განმავლობაში შექმნილი, როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ოფიციალურ სტრუქტურებში. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ორივე მიმართულებით „დიფ სთეითის“ პრობლემა სრულად დაიძლევა. ამაზე არის დამოკიდებული საქართველო აშშ-ის ურთიერთობების სრულად გაჯანსაღება, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაჯანსაღება“, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,916,644 ნახვა