Uncategorized

თენგიზ შარმანაშვილი: ილონ მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს – ევროპული ქვეყნების მინისტრების, ევროპარლამენტარების, ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდადემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ილონ მასკი გააკრიტიკა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღია მხარდაჭერის გამო და მის განცხადებას უცხოური ჩარევა უწოდა.

შარმანაშვილის განცხადებით, თუ მასკის მიერ აზრის დაფიქსირება უცხოური ჩარევაა, საქართველოში ევროპელი პოლიტიკოსების ოპოზიციის აქციებზე გამოსვლა და ამერიკელი ოფიციალური პირების ქვეყნის საქმეებში ჩარევა, შიდადემოკრატიული პროცესი ვერ იქნება.

„მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს. კაცო, ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპარლამენტარების, ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდადემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში? აღარაფერს ვამბობ ამერიკის ოფიციალური პირებისა და კონგრესმენების პირდაპირ ჩარევებზე“, – წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,916,639 ნახვა