პოლიტიკა

გია აბაშიძე: უსამშობლოებს დროებით შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება და უწინარესად, სპონსორები, რომლებსაც აჯერებენ, რომ საპროტესტო მსვლელობა-კონცერტებით “ინგრევა” თბილისი

უსამშობლოებს დროებით შეცდომაში შეყავთ საზოგადოება და უწინარესად, სპონსორები, რომლებსაც აჯერებენ, რომ საპროტესტო მსვლელობა-კონცერტებით “ინგრევა” თბილისი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აქციას 200 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა და დრონით გადაღებულ რეალურ კადრებს აქვეყნებს.

მისივე თქმით, რევანშისტების მშვიდობიანი აქციების განგრძობადობა არარეალურია, მათი მზაკვრული გეგმები, აგრესია და ექსტრემიზმი არსად გამქრალა.

“სექტის ვითომ ახალ “გაპიარებულ” ბლოგერს, ვიღაც Visioner-ის fake ვიზუალებს დაეყრდნო მთელი “ნაცბაბლი”, სინამდვილეში ის ერთი რიგითი გამყალბებელია. უსამშობლოებს დროებით შეცდომაში შეყავთ საზოგადოება და უწინარესად, სპონსორები, რომლებსაც აჯერებენ, რომ საპროტესტო მსვლელობა-კონცერტებით “ინგრევა” თბილისი. რევანშისტების მშვიდობიანი აქციების განგრძობადობა არარეალურია, მათი მზაკვრული გეგმები, აგრესია და ექსტრემიზმი არსად გამქრალა. თუმცა, ჩემზე უკეთ იციან შესაბამისმა სამსახურებმა თუ ვინ რას აპირებს. მშვიდობა და განვითარება საქართველოს ახალი, 2025-ის უფრო იმედიანი წლიდან!” – წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,916,648 ნახვა