პოლიტიკა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ეძებს მოხალისე სტაჟიორებს სამუშაოდ პარლამენტის ოფისში – ორგანიზაცია სტაჟირებას აცხადებს პარლამენტში, რომელსაც არალეგიტიმურად მოიხსენიებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” თავის მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებული პარლამენტისთვის სტაჟირების ვაკანსიას აცხადებს. შესაბამისი ვაკანსია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ვებგვერდზე 18 დეკემბერს გამოქვეყნდა. ორგანიზაცია განაცხადების მიღების ბოლო ვადად 6 იანვარს უთითებს.

“განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 6 იანვარი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ “საპარლამენტო სტაჟირება”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებგვერდზე.

ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არალეგიტიმურს უწოდებს როგორც პარლამენტს, ისე – საკანონმდებლო ორგანოს მიერ არჩეულ პრეზიდენტსაც. “არალეგიტიმური პარლამენტის მიერ “არჩეული” პრეზიდენტი თავადაც არალეგიტიმურია” – სწორედ ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია 14 დეკემბერს, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,916,051 ნახვა