საქართველოს ასაყირავებლად და გასანადგურებლად შეკრბა მთელი მსოფლიოს სალიბერასტეთი. ამ ვაჟკაცის დამსანქცირებელმა გადამთიელებმა ეტყობა არ იციან და არ გაუგონიათ რა ჯიშის და რა ჯილაგის კაცია ანუ “ვისი გორისაა” შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის “მაგნიტსკის სიაში” შეყვანას. მისივე თქმით, ვერანაირი სანქცია და “მაგნიტსკი” ვერ გააჩერებს იმ გულის ძგერას, რომელიც ვახტანგ გომელაურს და მის გვერდით მდგომ სამართალდამცველებს სამშობლოსათვის უძგერთ.
“საქართველოს ასაყირავებლად და გასანადგურებლად შეკრბა მთელი მსოფლიოს სალიბერასტეთი. ამ ვაჟკაცის დამსანქცირებელმა გადამთიელებმა ეტყობა არ იციან და არ გაუგონიათ რა ჯიშის და რა ჯილაგის კაცია ანუ “ვისი გორისაა” შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური. რა სანქციით, რი სანქციით შეაშინებთ ამ ვაჟკაც ქართველს, რომლის წინაპრებიც მღერით შედიოდნენ დიდგორში, ბასიანში, შამქორში, ხრესილში.. ანუ არანაირი სანქცია და მაგნიტსკი ვერ გააჩერებს იმ გულის ძგერას, რომელიც ბნ ვახტანგს და მის გვერდით მდგომ სამართალდამცველებს სამშობლოსათვის უძგერთ. ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის მხარდაჭერა ვახტანგ გომელაურს”, – წერს ედიშერ გვენეტაძე.