ექსპერტი დავით ჩიხელიძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს ეხმიანება და წერს, რომ “როცა ასე გააფთრებით გებრძვიან ნიშნავს, რომ ლიბერალებისთვის დიდ საფრთხეს და ძალას წარმოადგენ! პატივია ემსახურებოდე შენს ქვეყანას და მოხვდე სანქცირებულთა სიაში”.
მისივე თქმით, რამდენიმე ათეულ დღეში სანქციები არავის ემახსოვრება, მაგრამ ყველას გვემახსოვრება, რომ სამშობლო არ იყიდება! ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, სანქციების თემა აუცილებლად გადაიხედება, რომელიც მოიხსნება და სამშობლოს სამსახურისთვის არავის დასჯიან.
“გომელაურის სიძლიერე კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა ასე გააფთრებით გებრძვიან ნიშნავს, რომ ლიბერალებისთვის დიდ საფრთხეს და ძალას წარმოადგენ! პატივია ემსახურებოდე შენს ქვეყანას და მოხვდე სანქცირებულთა სიაში. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქმეს სწორად აკეთებ და უცხოურ აგენტურის მშვიდ ძილს საფრთხეს უქმნი! რაც შეეხება სანქციების იურიდიულ მხარეს და საფუძვლებს, სამწუხაროდ დიდი ხანია სანქციებს საფუძველი არ ჭირდება, ის კონკრეტული ადამიანების სურვილზეა დამოკიდებული, რამდენიმე ათეულ დღეში სანქციები არავის ემახსოვრება, მაგრამ ყველას გვემახსოვრება, რომ სამშობლო არ იყიდება! ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, სანქციების თემა აუცილებლად გადაიხედება, რომელიც დარწმუნებული ვარ მოიხსნება და სამშობლოს სამსახურისთვის არავის დასჯიან. მადლობა ვახტანგ გომელაურს და ყველა სამართალდამცველს, რომელიც ქვეყნის სადარაჯოზე დგას და დამოუკიდებლობას იცავს!”- წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.