პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი დღეს დაგეგმილ მარშს ეხმიანება, სადაც გურულები იღებენ მონაწილეობას. წილოსანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგებს იხსენებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ გურიაში ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა.
“ თურმე ოპოზიცია გურულების მარშს მართავს მოდით გავიხსენოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში: ოზურგეთი- 64,7%, – 23,362 ხმა ლანჩხუთი- 61 %, – 10,106 ხმა ჩოხატაური- 67 % – 7,821 ხმა ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა გურიაში”- წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.
Facebook Comments Box