ხელოვნება და კულტურა

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის – „სხვისი შვილების“ – აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

წელს ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, როტერდამის რიგით 54-ე კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის კინოკლასიკის – „სხვისი შვილების“ – აღდენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

კინოფესტივალი 2025 წლის 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის – Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.

ფილმის რესტავრირებული ვერსია 2023 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.

იხ. პროგრამის ბმული: https://shorturl.at/qTz3T

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,915,295 ნახვა