პოლიტიკა

რობერტ ფიცო – საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა სანქციების დაწესების გზით, ჩვენთვის წითელი ხაზია

ჩვენ მოვუწოდებთ, საქართველოში არსებული სიტუაცია ობიექტურად შეფასდეს. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა სანქციების დაწესების გზით, ჩვენთვის წითელი ხაზია, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას.

მისივე განცხადებით, სერბეთი, რომელიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,915,128 ნახვა