პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისგან და ბოროტისგან და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს!

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, პროტესტის მონაწილე რადიკალების მიერ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განსხვავებული აზრის მქონე დედაზე თავდასხმას ეხმიანება და ფაქტის ამსახველ ნახატს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, სწორედ ასეთია ქართველი ჭეშმარიტი დედის ფენომენი, რომელიც ინციდენტის მონაწილე დედის მსგავსად, შვილს ცუდისგან იცავს და მას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ იყენებს.

“ამ დღეების მანძილზე ვერ მოვახერხე ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა ქართველი დედის ჭეშმარიტ ფენომენზე ეს ნახატი ყველაზე კარგად აღწერს რისი დაწერაც მინდოდა .. ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისგან და ბოროტისგან.. და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს!” – წერს ნინო წილოსანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,919,237 ნახვა