პოლიტიკა

ნატო ჩხეიძე – ბევრს არ გავაგრძელებ  სისხლიანი  პროკურორის უნიჭო  პასკვილზე პასუხს. თვეში 80  000 ლარის ხელფასის პატრონს რომ  სულ ფული  ელანდებოდეს, რა გასაკვირია

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძე “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერ ნიკა გვარამიას გამოქვეყნებულ განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს

“პასუხის  პასუხი გვარამიას

ყველაფერი დაიწყო  იმით, რომ რ-2- დან წამობრძანებულ გვარამიას ოქუაშვილმა ტვ “ იბერიას” ჭიშკარი გაუღო და რაც რამ ჰქონდა, გაუზიარა.

ჰო, მანამდე  ოქუაშვილმა უარი თქვა გვარამიასათვის ცილი დაეწამებინა, ივანიშვილს არ გაურიგდა და მის მიერ შემოთავაზებული  წერილი არ წაიკითხა და ოქუაშვილის ისედაც დაძაბული ურთიერთობა ივანიშვილთან  და აქედან გამომდინარე პრობლემები კიდევ უფრო გაუბევრდა.

ჰო, მართლა, ბ-ნო გვარამიავ, თურმე პოლიტიკურ კორუფციით  ასე დამძიმებული 4 ნომერი როგორ აკადრე თქვენს მაღალპატრიოტშობილებას?

ნომერი  იყო სუფთა და ნათელი  და ნომრიანები  ზონზღლი  და  ბინძურები?   უი, რა ორმაგი ხედვა და ხუთმაგი თამაშია.

და კიდევ, ვისაც გაურიგდით  მაგ 4 ნომერზე, ბუღალტერიაც  მას რომ მოკითხოთ, ჩემს მიმართ  ცილისწამებაზე აღარ დაიხარჯებოდით. და კიდევ, ნატო ჩხეიძე და მისი ამფსონებიო? იქნებ განმარტოთ  ეს ამფსონი ვინ არის?  თუ ენაზე  ჭალი გედებათ ?

ის ხომ არ არის,  როცა ხალხში  დაინახავდით ,  წელში მოხრილი  ჩვეული ქლესა ღიმილით რომ ორივე ხელით ჩაბღუჯავდით  და მიმოიხედავდით, აი, ნახეთ, ხალხო როგორ ახლოს ვიცნობო.  
ახლა გახდა ჩემი ამფსონი?

ბერას სტუდიის დირექტორი და “ ჰეროკრატიის”  დამფინანსებელი  ხუთი წელი სამეურნეო მენეჯერად რომ გყავდათ და მერე  დირექტორად, ივანიშვილთან ერთხელ მაინც გარიგებული რომ შეიძლებოდა ყოფილიყო, ეჭვადაც არ გაგივლიათ  ალბათ, თორემ  გვერდით წუთითაც როგორ გაიჩერებდით:))

იქნებ ვინმეს წარმოუდგენია კომპანიას სამი წელი  საშემოსავლო ინკასო ედოს, ჩემოდნით  ფული შესდიოდეს და ის კი არხეინად მუშაობდეს,  ვალს ვალზე  იდებდეს, რადიკალობას იჩემებდეს და ქოცები ბუზსაც ვერ უფრენდნენ არც ამ კომპანიას.

აი, რას  უდის  პოლიტიკური კორუფციის  მძაფრი  სუნი.

ივანიშვილის  ციხეში წამოგორებული რომ პასტე-პასტე ეპითეტებს ისვრი ოქუაშვილის მიმართ და  ხაზარაძესა და საქართველოს ბანკთან რომ ქულების  დაწერას ცდილობ ტყუილების ხარჯზე,  ამას ეწოდება  სწორედ ზნეობრივი დეგრადაცია.

ბევრს არ გავაგრძელებ  სისხლიანი  პროკურორის უნიჭო  პასკვილზე პასუხს, იმას კი  დაუნანებლად  ვიტყვი : იმდენი სიკეთე შენ, რამდენი თეთრიც მიმეღოს  მთავარი არხიდან. 

ანუ არც ერთი.

თუმც,  თვეში 80  000 ლარის ხელფასის პატრონს რომ  სულ ფული  ელანდებოდეს, რა გასაკვირია. 

ესეც არის  ზნეობრივი დეგრადაციის  კიდევ ერთი გამოხატულება  და უფრო მეტიც, აბუჩად  აგდება და ცინიზმი დაგვიანებული ხელფასის მომლოდინე თანამშრომლების მიმართ.

ახლა ჩემთვისაც და სხვებისთვისაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა

რამდენიმე თვეში  მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერად ქცეული და სინამდვილეში ცრუბელადის, გვარამიას ფარული გარიგებები,  კავშირები და მიზნები.

ახლა რთული ვითარებაა ქვეყანაში და არც უნდა მომხდარიყო ამ  შიდა

ამბების საჯაროდ გამოფენა, 

გვარამია / გაბუნიას  უნიჭო სცენარის  მიხედვით ხელოვნურად აგორებულის. 

მაგრამ ღმერთმანი,  მე არ დამიწყია.

თქვენ მაიძულეთ.- წერს ნატო ჩხეიძე

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,915,107 ნახვა