პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი-საქართველოს მთავრობამ “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმი ლიეტუვას და ესტონეთს გაუხსნა საქართველოს წინააღმდეგ შემოღებული სანქციების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობის ლმობიერი პასუხი განპირობებულია “ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების” სურვილით

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების თაობაზე, საქართველოს მთავრობის პასუხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „საქართველოს მთავრობის ლმობიერი და თითქოსდა ასიმეტრიული პასუხი განპირობებულია “ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების” სურვილით“.

„საქართველოს მთავრობამ “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმი უკრაინის შემდეგ, კიდევ ორ სახელმწიფოს: ლიეტუვას და ესტონეთს გაუხსნა. გაუხსნა საქართველოს წინააღმდეგ შემოღებული სანქციების საპასუხოდ, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების კონკრეტულ პირებს ეხებიან. საქართველოს მთავრობის ლმობიერი და თითქოსდა ასიმეტრიული პასუხი განპირობებულია “ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების” სურვილით. აქ არავინაა მეგობრობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ აღნიშნული ანტიქართული დემარში ამ ქვეყნების მარიონეტმა და “გლობალური ომის პარტიის” მძევლობაში მყოფმა ხელისუფლებებმა განახორციელეს. მაგრამ ღია მტრობისა და მავნებლობის წინააღმდეგ – აღარც გავილაშქროთ? ესტონელი და ლიეტუველი ხალხების სენსიტიური “პრო-ქართული” გრძნობების ხელშეუხებლობის შენარჩუნებით? “ხალხის ძალა” არაერთხელ ურჩევდა ხელისუფლებას ქვეყანაში შემოსასვლელად ღია პროვოკატორებს, არეულობის წამქეზებლებს, ცეცხლზე ნავთის დამსხმელებს – “შლაგბაუმი” აღუმართონ. რა საერთო აქვთ პავილიონისს, ლანდსბერგისს, კუბილიუსს თუ იუკნავიჩიენეს, ან “ხალხებს შორის მეგობრობასა” ან ამ ქვეყნებთან “ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმთან”. ეს რეჟიმი კი ყველაზე გაუგებარია ჩემთვის უკრაინასთან. და მას მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი მრავალტანჯული ხალხის აპოკალიფტურ მდგომარეობაში ყოფნით ვხსნი. მათ შორის ყველა მათგანისთვის გაუგებარი და უარყოფილი ქრისტიანული, მართლმადიდებლური ლმობიერების თვალსაზრისით…“-წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,915,575 ნახვა