სავალან მირზოევი: დემონსტრანტები ევროკავშირის დროშას ელოლიავებიან და ეროვნული ნაკრების მაისურს, რომელზეც საქართველოს გერბი, გერბზე – წმინდა გიორგის გამოსახულებაა, საზეიმოდ წვავენ, ოპოზიცია მზად არის, საკუთარი იდენტობის განადგურების, ღირსების, რწმენის ფასად, ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში 26 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და ნდობა გამოუცხადა ჩვენს გუნდს. ეს იყო რეფერენდუმი, ეს იყო ბრძოლა და ერთ მხარეს იდგა საქართველოს მოსახლეობა, მეორე მხარეს – დასავლეთი და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. შედეგად, მივიღეთ ის, რომ საქართველომ რეფერენდუმად წოდებულ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას მხოლოდ დასავლური, ფსევდო ლიბერალური ფრთა არ ეგუება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სავალან მირზოევი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა უცხოელმა ბატონებმა აუკრძალეს, რასაც ემორჩილებიან და მზად არიან, საკუთარი იდენტობის, ღირსების და რწმენის ფასად, ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში.
როგორც მირზოევი აღნიშნავს, დასავლელი აქტორების მხრიდან აპელირება, რომ ქართულმა პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, იმ ფონზე, თუ როგორ შლიან საპროტესტო აქციებს ევროპასა და ამერიკაში, მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთსაც, ქართული ოპოზიციის მსგავსად, უმსხვერპლო აქციები არ მოსწონს.
“26 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და ნდობა გამოუცხადა ჩვენს გუნდს. ეს იყო რეფერენდუმი, ეს იყო ბრძოლა და ერთ მხარეს იდგა საქართველოს მოსახლეობა, მეორე მხარეს – დასავლეთი და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. შედეგად, მივიღეთ ის, რომ საქართველომ რეფერენდუმად წოდებულ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას მხოლოდ დასავლური, ფსევდო ლიბერალური ფრთა არ ეგუება. რეალურად, ოპოზიციის ლიდერებს, ერთი სული ჰქონდათ და აქვთ, პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ მათმა ზედამხედველებმა, ევროპელმა და ამერიკელმა ბატონებმა, აუკრძალეს, უარი უთხრეს და ისინიც ემორჩილებიან, მორჩილებაა მონის ხასიათის მთავარი შტრიხი. ევროპელ ლიდერებს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები ხშირად აგინებენ, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ და ეს თურმე დემოკრატიაა, მაგრამ, საკმარისია, საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა გააკრიტიკოს ისინი არასწორი პოზიციის გამო, რომ მაშინვე რუსეთუმეს და მონას ეძახიან.
აქაური ოპოზიციაც მზად არის, საკუთარი იდენტობის განადგურების, საკუთარი ღირსების, რწმენის, ტრადიციების ფასად, ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ევროპული სახელმწიფოების ლიდერები თუ ევროპარლამენტარები, ერთ ხმაში ამტკიცებენ, რომ ქართულმა პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და ეს მაშინ, როცა ევროპასა თუ ამერიკაში გამართული აქციების უმრავლესობა, არასოდეს მთავრდება მსხვერპლისა და რამდენიმე ასეული ადამიანის დაპატიმრება-გასამართლების გარეშე. როგორც ჩანს, დასავლეთსაც, აქაური ოპოზიციის დარად, უმსხვერპლო აქციები არ მოსწონს. დემონსტრანტებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე შემოხვეული აქვთ ევროკავშირის დროშა, ეფერებიან, ელოლიავებიან და ამ დროს, ეროვნული ნაკრების მაისურს საზეიმოდ წვავენ. იმ მაისურს, რომელზეც არის საქართველოს გერბი, გერბზე – წმინდა გიორგის გამოსახულება, მას წიხლით თელავენ, აფურთხებენ, ველური ყიჟინის თანხლებით ცეცხლს უკიდებენ… დასავლეთი ასე გვასწავლის ასე – ლგბტ თემის წარმომადგენელთა შეურაცხყოფა ჰომოფობიაა, შავკანიანის შეურაცხყოფა – რასიზმი და მხოლოდ მართლმადიდებელთა შეურაცხყოფა არის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.
როგორ უნდა დაგვავიწყდეს ოპოზიციის მთავარი იდეოლოგის, გათხოვილი კაცის, მიხაილ როთის სიტყვები, ჩემი მთავარი მტერი მართლმადიდებლური და მუსლიმანური სარწმუნოებააო. კაცი, რომელიც გათხოვდა, მეორე ნახევრად მამაკაცი ჰყავს, იმ ორ რელიგიას აცხადებს უმთავრეს მტრად, რომელთაც საქართველოში ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს. სად არის ევროპა და ამერიკა, როცა ეს ადამიანები, რომლებიც ახლა ბოლო ხმაზე გაჰკივიან და პოლიციელებს დასაწვავად იმეტებენ, დედაქალაქს ანგრევენ, ცდილობენ, წლობით ნაშენები დაანგრიონ და დაშალონ? პოლიციელები კი, ნამდვილი გმირები არიან და უდიდესი მოთმინების და ნებისყოფის ფასად, ინარჩუნებენ მშვიდობას. სად იყვნენ ეს ადამიანები აგვისტოს ომის დროს, როცა ერთმანეთს ასწრებდნენ საზღვარზე და სახლში, დაკეტილი კარის მიღმა კი არ იმალებოდნენ, ლოგინის ქვეშ იყვნენ შემძვრალი. ჰო, ეს ადამიანები არიან, სახლში ხმამაღალი სიტყვის თქმის უფლება რომ აქვთ წართმეული, ქუჩაში გამოდიან და შინ დაგროვილ ბოღმას ქუჩაში ანთხევენ… სწორედ ჩვენმა ფეხბურთელებმა გაიტანეს პირველად საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ, ფეხბურთელებმა მოასმენინეს მსოფლიოს დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი, ფეხბურთელებმა აკოცეს საჯაროდ და სახალხოდ მაისურზე დატანილ საქართველოს გერბს და დროშას. და ახლა, ამ ადამიანებს ლანძღავთ ისინი, ვისაც ქვა ქვაზე არ დაგიდიათ საქართველოსთვის, ლანძღავთ ადამიანებს, ვინც საჯარო სამსახურში, ყოველდღიურად შრომობს ჩვენი, თქვენი უკეთესი მომავლისთვის. და ერთიც – არაერთხელ გაკეთდა მოწოდება, წინ ბავშვები ავიფაროთ და ისე ვიდგეთ აქციებზე, ბავშვების წინააღმდეგ წყლის ჭავლს არ გამოიყენებენო. მე და ჩემს მეგობრებს მშობლებმა სხვანაირად გვასწავლეს – მშობელი უნდა გადაეფაროს შვილს და წინ არ უნდა ჰყავდეს ფარად, იმიტომ, რომ შვილები ჩვენი მომავალია, ის მომავალი, რომლის განადგურებასაც ცდილობთ, მაგრამ ვერ მოახერხებთ, არ დაგანებებთ არც ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენი შვილების მომავალს.” – წერს სავალან მირზოევი.