პოლიტიკა

დონალდ ტუსკი – გზების გადაკეტვა არღვევს სხვა მოქალაქეთა უფლებებს და შეიძლება, დანაშაულად ჩაითვალოს, ვანდალური შემთხვევები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აქტივისტების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლებიც გზების მასობრივ დაბლოკვას გეგმავენ.

შესაბამისი განცხადება დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ ვანდალური შემთხვევები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

„გზების დაბლოკვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, არღვევს სხვა მოქალაქეთა უფლებებს და შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად. ღირს ამის ცოდნა“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მედია წერს, აქცია, რომელსაც აქტივისტები აანონსებენ, უნდა გახდეს „ბოლო კვირების გზების ყველაზე დიდი დაბლოკვაა“.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციაში საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც იქნებიან ჩართული.

აქტივისტები გზების გადაკეტვით ითხოვენ, ყურადღების გამახვილებას შემდეგ საკითხებზე: გზებისა და ავტომაგისტრალების მშენებლობიდან მიღებული მოგების სრულად გადაცემას ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის. ასევე ყოველთვიური საშვის შემოღება რეგიონული ტრანსპორტისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,930 ნახვა