Uncategorized

ნათია იოსელიანი: 11:30 საათისთვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, არჩევნები შედგა

11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

„ხმის მიცემის პროცესი 14:00 საათამდე გაგრძელდება თუმცა, 11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, შედგა არჩევნები, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

რაც შეეხება კანდიდატს, კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ ის მიიღებს საარჩევნო კოლეგიის რული შემადგენლობის ორ მესამედს ანუ 200 ხმას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დღესვე გაიმართება მეორე ტური, სადაც კანდიდატმა უნდა მიიღოს ხმების უმრავლესობა. ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართება პარლამენტის სასახლეში ცესკოს სხდომა, სადაც კანონით დადგენილი წესით დაითვლება ბიულეტენები, შეივსება შემაჯამებელი ოქმი და ცესკოს თავმჯდომარე შედეგებს წარუდგენს როგორც საარჩევნო კოლეგიას, ასევე საზოგადოებას”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,933 ნახვა