Uncategorized

მანანა აბრამიშვილი: ეს დღეები საოცარი ბულინგის ქვეშ ვიყავი. მაგინებდნენ, სიკვდილს მისურვებდნენ! მეც ვიყავი ამ ახალგაზრდების ასაკში, მაგრამ ასეთი ბოროტი ფიქრები არასდროს მქონია. საბედნიეროდ, ბევრი წესიერი და კარგი ახალგაზრდა იზრდება ამ ქვეყანაში, მაგრამ თაობის ნაწილში ასეთი მანკიერება რატომ არის, ვერ ვხვდები

რუსთაველის თეატრის მსახიობი, მანანა აბრამიშვილი ჟურნალ „გზას“ მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრება და აღნიშნავს, რომ:

„სირცხვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე მიზანმიმართულად იშვერს ხელს რუსთაველის თეატრისკენ. ყოველთვის მიზანში ვყავართ ამ ადამიანებს ამოღებული…

ჩემი პოზიციის გამო, ეს დღეები საოცარი ბულინგის ქვეშ ვიყავი. მაგინებდნენ, სიკვდილს მისურვებდნენ, მამცირებდნენ, ნეტავ, შენ რომელი მსახიობი ხარო? ისეთ სიტყვებს წერენ, ვერაფრით ვიგებ, საიდან შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ამდენი ბოროტება? მეც ვიყავი ამ ახალგაზრდების ასაკში, მაგრამ ასეთი ბოროტი ფიქრები არასდროს მქონია. საბედნიეროდ, ბევრი წესიერი და კარგი ახალგაზრდა იზრდება ამ ქვეყანაში, მაგრამ თაობის ნაწილში ასეთი მანკიერება რატომ არის, ვერ ვხვდები…

ხომ ამბობენ, ამ ხელისუფლებას 12 წელი ნაციონალური მოძრაობა ჰყავს ოპოზიციაში და ამიტომ იმარჯვებენო. ამ აზრს კატეგორიულად არ ვემხრობი. იმიტომ იმარჯვებენ, რომ ქვეყანა ძალიან სწორი კურსით მიჰყავთ. ამ ხელისუფლების პირობებში ვგრძნობ, ამ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, ეს განცდა მიშას პრეზიდენტობის დროს არ მქონდა. მაშინ მეგონა, ამ ქვეყანაში მდგმური ვიყავი, სიტყვის თქმის უფლება არ მქონდა. ახლა რაც გინდა თქვი, რაც გინდა აკეთე, ბიზნესი დაიწყე, ვინმე გატერორებს?

ამ მდგომარეობიდან გამარჯვებული და დამარცხებული ვერც ერთი მხარე ვერ გამოვა. ჩვენ ან ყველანი ერთად დავმარცხდებით, ვიღაც მესამე დაგვეპატრონება და მართლა მონები გავხდებით. ან ყველა ერთად გავიმარჯვებთ და შევქმნით ბედნიერ მომავალს. ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ. დიალოგი უნდა შედგეს…“

fortuna.ge

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,918,930 ნახვა